2023 წლის 3 მაისს, 15:00 გაიმართება თსუ მედიცინის ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამის „საზოგადოებრივი ჯანდაცვა და ეპიდემიოლოგია“დოქტორანტის -
ნინო ჩხაბერიძის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა.
სადისერტაციო ნაშრომის სათაური: „ტრავმატიზმის ეპიდემიოლოგიის და ავადობის ტვირთის შეფასება საქართველოში, საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის მაგალითზე”
სამეცნიერო ხელმძღვანელები: პროფესორი ნინო ჩიხლაძე, მედიცინის დოქტორი მაია კერესელიძე
სხდომა გაიმართება საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტში - თსუ ტურიზმის სკოლა, ვაჟა-ფშაველას გამზირი #44, აუდიტორია 110.